საიტზე რეგისტრაციით ან სერვისის გამოძახებით თქვენ ეთანხმებით ქვემოთ მოყვანილ მოხმარების წესებს.
მოცემული წესები არეგულირებს ვებსაიტით (შემდგომში „კომპანია“) სარგებლობას და იურიდიულ ვალდებულებას აკისრებს საიტის ყველა სტუმარს, დარეგისტრირებულ მომხმარებელს და შემსყიდველს. ვებსაიტზე შეძენის ან ხელოსნის გამოძახების დროს მიღებულად ჩაითვლება მოცემულ შეთანხმებაზე დათანხმება.
ვებსაიტზე აკრძალულია ორი ან მეტი მომხმარებლის (Account) შექმნა ბონუსებისა თუ სხვა სარგებლის ბოროტად გამოყენების მიზნით (ე.წ Fake Account-ები). სისტემა აკონტროლებს შესვლის IP მისამართებსა და Proxy/VPN კავშირებს. ასეთის აღმოჩენის შემთხვევაში ანგარიშები ექვემდებარება ბლოკირებას ბალანსზე არსებული თანხის გარეშე.
გამოძახებული ტექნიკოსი ახორციელებს მოთხოვნილ საიტ-სერვისებს, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ობიექტზე დახვდება სისტემური დაზიანება, რასაც მეტი ტექნიკური ხელსაწყო ესაჭიროება - ნივთი ფორმდება შესაბამისი აქტით და ხდება ცენტრში წაღება დეტალური ტესტირებისთვის კლიენტის სურვილით.
კომპიუტერის ან სხვა დაზიანებული ნივთის ფორმატირებამდე და ნულიდან გასუფთავებამდე პერსონალური ფაილების ბექაპის მოთხოვნა თავად უნდა უზრუნველყოს კლიენტმა შესაბამისი ფასიანი სერვისის (Information Backup) არჩევით, წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხისმგებლობა არ გვეკისრება.
აუქციონისა და გათამაშების (Mystery Box / Lottery) შეძენილი ბილეთები გაუქმებას არ ექვემდებარება. ბალანსიდან გადარიცხული თანხა საბოლოოა. სისტემა Random ავტომატიზაციით უზრუნველყოფს ტაიმერის განულებისას საბოლოო გამარჯვებულის გამოცხადებას.